– ევროკავშირმა და პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ

ევროკავშირმა და პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ, – ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი, რუსული ძალების მიერ სუმის ოლქში რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ დარტყმას.
„ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას, მაშინ, როდესაც მისი ხალხი ს ბარბაროსობის შედეგად კვლავ ტანჯვას განიცდის. შოსტკას რკინიგზის სადგურიდან გავრცელებული შოკისმომგვრელი კადრები ს წინდაუხედავ მზაობას აჩვენებს, რომ სამოქალაქო პირები მიზანში ამოიღოს. ევროკავშირმა და მისმა გლობალურმა პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ, სანამ ის სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას არ დათანხმდება“, – წერს X-ზე.
შეგახსენებთ, დღეს რუსებმა სუმის ოლქში, ქალაქ შოსტკას რკინიგზის სადგურს დრონით დაარტყეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ გელოვანი: ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ მასიურად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები, რამაც ფაქტობრივად შეიწირა ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, მათ შორის, კი ჩემი მხედველობა

კახა კალაძე თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – შეიძლება განვიხილოთ პირდაპირ ზეწოლად საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა სასამართლო დამოუკიდებელია, ისინი იმსჯელებენ, დაეყრდნობიან კონკრეტულ ფაქტებს