ურსულა ფონ დერ ლაიენი და კაია კალასი რომის პაპის გარდაცვალებას ეხმაურებიან

დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ მისი უწმინდესობა, პაპი ფრანცისკე, გარდაიცვალა, ვუსამძიმრებ ყველა კათოლიკეს მსოფლიოში, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„როდესაც ცოტა ხნის წინ რომში შევხვდით, მადლობა გადავუხადე პაპ ფრანცისკეს მისი ძლიერი ლიდერობისთვის ყველაზე დაუცველი ადამიანებისა და ადამიანური ღირსების დაცვაში. ვუსამძიმრებ ყველა კათოლიკეს მსოფლიოში“, – წერს კალასი.
ს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ევროკომისიის პრეზიდენტი, ც.
„დღეს მსოფლიო გლოვობს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას. მან თავისი თავმდაბლობითა და უმანკო სიყვარულით მილიონობით ადამიანი შთააგონა, მათ შორის კათოლიკური ეკლესიის მიღმაც კი. ჩემი ფიქრები ყველასთანაა, ვინც ამ დიდ დანაკარგს განიცდის“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და გერმანელ კოლეგებს – „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია

რომეო მიქაუტაძის ყოფილი თანამშრომელი – ჩვენი ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე “მომავლის ენერგიის” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა – როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო