და კაია კალასი ავსტრალიაში მომხდარ თავდასხმას გმობენ და ებრაულ თემებს მხარდაჭერას უცხადებენ

ევროპა ავსტრალიასა და ებრაულ თემებს ყველგან უჭერს მხარს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„შოკირებული ვარ ბონდი-ბიჩზე მომხდარი ტრაგიკული თავდასხმით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს. ევროპა ავსტრალიასა და ებრაულ თემებს ყველგან უჭერს მხარს. გაერთიანებულები ვართ ძალადობის, ანტისემიტიზმისა და სიძულვილის წინააღმდეგ“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ავსტრალიაში მომხდარ სროლას ასევე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასიც.
„შოკირებული ვარ ავსტრალიაში, ბონდი-ბიჩზე, ხანუქას დღესასწაულზე მომხდარი სროლის შემზარავი კადრებით. ებრაული თემის წინააღმდეგ ძალადობის ეს საშინელი აქტი ცალსახად უნდა დაიგმოს. ავსტრალია ევროპის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია და ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიელ ხალხს“, – წერს კაია კალასი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ