ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა – მივესალმებით დღევანდელ ამბებს აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებზე – ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა

მივესალმებით დღევანდელ ამბებს -უკრაინის მოლაპარაკებებზე. ეს დადებითი განვითარებაა, რომელიც შეიძლება იყოს ნაბიჯი უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ. ამის შესახებ იდენტურ განცხადებებს ევროკომისიის პრეზიდენტი, და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა პლატფორმა X-ზე ავრცელებენ.
“მივესალმებით დღევანდელ ამბებს ჯიდადან აშშ-უკრაინის საუბრებზე, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე წინადადებას და ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების აღდგენას.
ეს დადებითი განვითარებაა, რომელიც შეიძლება იყოს ნაბიჯი, ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ უკრაინისთვის.
ბურთი ახლა ს მოედანზეა.
ევროკავშირი მზად არის თავისი როლი შეასრულოს პარტნიორებთან ერთად სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში”, – წერენ ფონ დერ ლაიენი და კოშტა.