– გავაგრძელებთ კრემლზე ზეწოლის შენარჩუნებას, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინისადმი მხარდაჭერას

2026 წელს ევროკომისია გააგრძელებს კრემლზე ზეწოლის შენარჩუნებას, უკრაინისადმი მხარდაჭერას და ინტენსიურად იმუშავებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ევროკავშირი მიესალმება ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთო მიზნისკენ – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით.
„მივესალმებით ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთო მიზნისკენ – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით და რომელიც აძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს, როგორც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?