აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ინდოეთთან შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები ევროკავშირს ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციას აიძულებს.
„წელს ინდოეთთან შეთანხმების გაფორმება გვსურს. ასევე, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკასთან, მალაიზიასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სხვა ქვეყნებთან“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, შეთანხმების გაფორმების მიმართ ერთგულება ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ 17 სექტემბერს გამართული სატელეფონო საუბრის დროს დაუდასტურა.
