ურსულა ფონ დერ ლაიენი – ასადის სასტიკი დიქტატურა ჩამოიშალა

ევროკომისიის ხელმძღვანელის, ს განცხადებით, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა ხსნის შესაძლებლობებს მთელს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, მაგრამ რისკებსაც შეიცავს.
„ასადის სასტიკი დიქტატურა ჩამოიშალა. ეს ისტორიული ცვლილება რეგიონში იძლევა შესაძლებლობებს, მაგრამ რისკებსაც შეიცავს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.
მისი თქმით, ევროპა მზადაა მხარი დაუჭიროს ეროვნული ერთიანობის დაცვას და სირიის სახელმწიფოს აღდგენას, სადაც უმცირესობების უფლებები დაცული იქნება.
„ვთანამშრომლობთ ევროპულ და რეგიონულ ლიდერებთან და ვაკვირდებით მოვლენებს“, = აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: …ამ დროს კი შენი მინისტრი 70 000–დოლარიან მანქანაზე ზის და ცოლი კი 105 000 –ევროანი მანქანით დასდის და წიხლზე ჰკიდია შენი პრობლემები – რანაირად ხართ მეგობრები და თუ მეგობრები არ ხართ, როგორ უღალატებ?

გიორგი რუხაძე – ხაბეიშვილი პოლიციელს რამე კანონსაწინააღმდეგოს არ სთხოვდა, მისი განცხადება პოლიტიკური დაპირებაა – უარესს აკეთებდა ივანიშვილი, პირდაპირ თქვა, ყველა ოპოზიციურ ლიდერს, რომელიც შემომიერთდება, მილიონ ლარს მივცემო