– არასდროს დავივიწყებთ „ჰამასის“ თავდასხმების საშინელებას – მოვუწოდებთ ყველა მხარეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე მოლაპარაკებებში

არასდროს დავივიწყებთ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმების საშინელებას და იმ ტკივილს, რაც მათ უდანაშაულო მსხვერპლებს, მათ ოჯახებს და მთელ ისრაელელ ხალხს ორი წლის წინ მიაყნეს – პატივს ვცემთ მათ ხსოვნას მშვიდობისთვის დაუღალავი მუშაობით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ცეცხლის შეწყვეტა ახლა რეალურია და ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.
„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე მოლაპარაკებებში, -ის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი გეგმის კონტექსტში. აუცილებელია ამ მომენტის გამოყენება გზის გასაკვალად რეგიონში მდგრადი მშვიდობისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტაზე“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, 2023 წლის 7 ოქტომბერს, გამთენიისას, ისრაელში, ღაზას საზღვართან მდებარე რეიმის რაიონში, ნოვას მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას „ჰამასის“ წევრები ტერიტორიაზე შეიჭრნენ. თავდასხმის შედეგად 378 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი მძევლად აიყვანეს და ღაზას ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ გელოვანი: ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ მასიურად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები, რამაც ფაქტობრივად შეიწირა ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, მათ შორის, კი ჩემი მხედველობა

კახა კალაძე თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – შეიძლება განვიხილოთ პირდაპირ ზეწოლად საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა სასამართლო დამოუკიდებელია, ისინი იმსჯელებენ, დაეყრდნობიან კონკრეტულ ფაქტებს