– აგრესორის წინააღმდეგ ძლიერ ზეწოლას ვინარჩუნებთ – არ შევჩერდებით, ვიდრე უკრაინელი ხალხი სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას არ მიაღწევს

აგრესორის წინააღმდეგ ძლიერ ზეწოლას ვინარჩუნებთ, – ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის დამტკიცებას.
„პირველად მიზანში ვიღებთ რუსეთის ბუნებრივი აირის სექტორს – მისი სამხედრო ეკონომიკის საფუძველს. არ შევჩერდებით, ვიდრე უკრაინელი ხალხი სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას არ მიაღწევს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.
„მე-19 პაკეტი მოიცავს შეზღუდვებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100-ზე მეტ ტანკერზე. აკრძალვა დაწესდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე. რუსი დიპლომატების გადაადგილება მათი აკრედიტაციის ქვეყნების ტერიტორიით შემოიფარგლება“, – აცხადებს ევროკავშირის დანიის თავმჯდომარეობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას