ურთიერთსაპირისპირო მესიჯები გვესმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასეთი ორმაგი სტანდარტები კი ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებისთვის შეუსაბამოა

„საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტები, ვფიქრობ არ არის ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებისათვის ხელშემწყობი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა. მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტები ხდება საფუძველი ხალხში ანტიამერიკული და ანტიევროპული განწყობების შექმნის.
„გავიხსენებ ერთ-ერთი ამერიკელი სენატორის წერილს, რითაც იგი „-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან“ [USAID-], ითხოვდა იმ ფონდების თანხების გასაჯაროებას, რომელიც მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის იხარჯება უკრაინაში. აღნიშნულმა სააგენტომ უარი უთხრა სენატორს ინფორმაციის გამჟღავნებაზე.
სენატორი აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობა აუცილებელია. ჩვენ ურთიერთსაპირისპირო მესიჯები გვესმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუმცა გამჭვირვალობა, რატომ არის ცუდი ან მიუღებელი რომელიმე სახელმწიფოსთვის, ამის ახსნა ჯერ არ მოგვისმენია არცერთი მხრიდან, ვგულისხმობ ამერიკას და სხვა დასავლელ პარტნიორებს. საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტები, ვფიქრობ არ არის ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებისათვის ხელშემწყობი. ყოველივე ხელს უწყობს ხალხში ანტიამერიკული, ანტიევროპული განწყობების წარმოქმნას, რაც ჩემი აზრით აბსოლუტურად დაუშვებელია და ევროპელმა ლიდერებმა ხელი არ უნდა შეუწყონ ასეთი განწყობების შექმნას საქართველოში,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს