ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ნაბიჯები ნათლად დავსახეთ – სახდეპი ფორმულას კობახიძის წერილზე

აშშ-ს სახდეპმა ფორმულას ირაკლი კობახიძის ღია წერილთან დაკავშირებით პასუხი მისწერა, რომელშიც აღნიშნულია, რომ -მ ნათლად გამოაცხადა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ აშშ-სთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

“აშშ-მ ნათლად განაცხადა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად უდგება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამ კვირაში ვაშინგტონში ყველაზე დიდ ქართულ ბიზნეს დელეგაციას ელოდებიან. ჩვენ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ მას”. – წერს სახდეპის წარმომადგენელი ფორმულას.
გარდა ამისა, როგორც ფორმულა წერს, “უწყება განმარტავს, რომ საჯარო კომენტარს დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე არ გააკეთებს”.
ცნობისთვის, 13 მაისს ივანიშვილის პრემიერმა მ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ის უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ “დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის”.
წერილში ნათქვამია, რომ გაუგებარია, რატომ რჩება ძალაში “სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს”.
კობახიძის თქმით, ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები “დიფ სთეითის” დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი.
მანამდე, 5 მაისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა.
აქტი ამერიკის პრეზიდენტს ივანიშვილის რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.

ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ამავდროულად კი აძლიერებს კავშირებს ს ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.
წყარო: tabula.ge