ურთიერთბრალდებები პრეზიდენტსა და ცესკოს შორის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით

ცენტრალური საარჩევნო კომისია სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმაში ადანაშაულებს. ასე პასუხობს უწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციას განცხადებას, რომ მ საზღვარგარეთ ახალი უბნების გახსნაზე უარი დისკრიმინაციული მოტივით თქვა.
“მათთვის [პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის] კარგად არის ცნობილი, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იქმნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. სწორედ კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით მოხდა 26 სექტემბერს ცესკოს სხდომაზე 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის შექმნა. უბანი შეიქმნა ყველგან, სადაც ამის კანონიერი საფუძველი არსებობდა. კანონიერი გადაწყვეტილებების დისკრიმინაციულად წარმოჩენა კი სხვა არაფერია თუ არა უწყების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის დაზიანება”, – აცხადებენ ცესკო-ში.
26 ოქტომბრის სხდომას, სადაც ცესკომ არ დააკმაყოფილა კომისიის ოპოზიციური პარტიებს წარმომადგენელთა მოთხოვნა საზღვარგარეთ დამატებითი უბნების შექმნის შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა.
” დისკრიმინაციული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ათიათასობით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ევროპისა და -ის ქალაქებში დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები მოახდენენ უპრეცედენტო მობილიზებას, გამოავლენენ სახელმწიფოებრივ და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ხელისუფლების მიერ შექმნილი ბარიერების მიუხედავად, 26 ოქტომბერს მივლენ საარჩევნო უბნებზე და აირჩევენ საქართველოს ევროპულ მომავალს”, – წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართველი ემიგრანტები გასული წლიდან მოყოლებული ითხოვდნენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო სთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაეხსნათ უცხოეთის იმ ქალაქებში, სადაც აქამდე არ ყოფილა. ამ მოთხოვნით ისინი ხელმოწერებს აგროვებდნენ და საგარეო საქმეთა სამინისტროში აგზავნიდნენ, უწყება კი მათ მიმართვებს არ პასუხობდა.
Როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნება ანუ ძირითადად ამა თუ იმ ქვეყნის დედაქალაქში.
ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში დედაქალაქებისაგან შორს ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირთ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.
26 სექტემბრის სხდომაზე, ცესკო-ს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით კირთაძე დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვდა ბოსტონში, ლოძში, ტორონტოში, ანტვერპენში, მაიამიში, შტუტგარტში, ვალენსიაში, ჰამბურგში, ნეაპოლში და სხვა ქალაქებში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ცესკო-ს მიაწოდეს ‘მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ აქტიურ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომელთა რიცხვი თითოეულ ქვეყანაში შეადგენს მინიმუმ 50 ადამიანს და შესაძლებელია გაიხსნას საარჩევნო უბანი”.
ამ მონაცემების საფუძველზე, ცესკომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 მოქალაქისთვის 42 ქვეყნის 53 ქალაქში 60 საარჩევნო უბნის გახსნა გადაწყვიტა.