ურზულა ფონ დერ ლაიენი: G7-ის სამიტზე უკრაინისთვის რუსეთის აქტივების გამოყენებაზე იმსჯელებენ

სამრეწველო თვალსაზრისით მსოფლიოს შვიდი უძლიერესი სახელმწიფოს მეთაურები – “დიდი შვიდეული” აპულიაში შეხვედრაზე იმსჯელებენ ს გაყინული აქტივების უკრაინისთვის მოხმარების პროცესის დაჩქარების გარშემო.
Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ 11 ივნისს განაცხადა ევროპის კომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა. „ახლა ჩვენ რუსეთს ვაიძულებთ გადაიხადოს“, განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში.
გერმანიის დედაქალაქში მიმდინარეობს კონფერენცია, რომელიც ომის შემდეგ უკრაინის აღდგენისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაციის გზებზე მსჯელობს.
ს რუსეთის არმია თავს დაესხა 2022 წლის 24 თებერვალს, რასაც ცოცხალი ძალის დანაკარგის გარდა მოჰყვა ბევრი ქალაქის და სოფლის განადგურება. ომი დიდ ზარალს აყენებს უკრაინის ეკონომიკას.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას

ირაკლი კობახიძე – თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში – მომდევნო წლებიში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით