ურზულა ფონ დერ ლაიენი: G7-ის სამიტზე უკრაინისთვის რუსეთის აქტივების გამოყენებაზე იმსჯელებენ

სამრეწველო თვალსაზრისით მსოფლიოს შვიდი უძლიერესი სახელმწიფოს მეთაურები – “დიდი შვიდეული” აპულიაში შეხვედრაზე იმსჯელებენ რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისთვის მოხმარების პროცესის დაჩქარების გარშემო.
Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ 11 ივნისს განაცხადა ევროპის კომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა. „ახლა ჩვენ რუსეთს ვაიძულებთ გადაიხადოს“, განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში.
გერმანიის დედაქალაქში მიმდინარეობს კონფერენცია, რომელიც ომის შემდეგ უკრაინის აღდგენისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაციის გზებზე მსჯელობს.
უკრაინას რუსეთის არმია თავს დაესხა 2022 წლის 24 თებერვალს, რასაც ცოცხალი ძალის დანაკარგის გარდა მოჰყვა ბევრი ქალაქის და სოფლის განადგურება. ომი დიდ ზარალს აყენებს უკრაინის ეკონომიკას.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?

ვოპკე ჰოეკსტრა: ასეთი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს ხელმისაწვდომი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, არც 2030 წლამდე, როგორც თქვენი მაღალჩინოსნები ამტკიცებენ და არც საერთოდ, თუ ეს კურსი გაგრძელდება…