ურზულა ფონ დერ ლაიენი: “მშვიდობიანი მოქალაქეები არ შეიძლება იყვნენ სამიზნე. არასდროს. ღაზიდან მიღებული სურათები აუტანელია”

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ “მშვიდობიანი მოქალაქეები არ შეიძლება იყვნენ სამიზნე. არასდროს. ღაზიდან მიღებული სურათები აუტანელია”.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოდის მოწოდებით, წერს ფონ დერ ლაიენი, უზრუნველყოფილ იქნეს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი, უსაფრთხო და სწრაფი ნაკადი.
ის მოუწოდებს არეალში მოქმედ ძალებს ასევე “საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის სრული პატივისცემისკენ.“ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ბევრს იტანჯებოდა, წერს ევროკომისიის თავმჯდომარე.
ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ 20 ივლისს ს ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელებს, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარებისას ელოდნენ. სროლის დროს 67 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.
გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამამ განაცხადა, რომ თავიანთ 25 სატვირთო მანქანისგან შემდგარ კოლონას, რომელსაც სურსათით დახმარებას გადაჰქონდა, „დახვდა მშიერი მშვიდობიანი ადამიანების უზარმაზარი ჯგუფი, რომლებსაც ცეცხლი გაუხსნეს“ მალევე მას მერე, რაც კოლონამ ისრაელიდან საზღვარი გადაკვეთა და საკონტროლო პუნქტები გაიარა.

ასევე დაგაინტერესებთ

რაჟდენ კუპრაშვილი – ვიკვლევთ კორუფციულ ფაქტებს, რაც გრანტების ხარჯვას უკავშირდება – თუ აღმოჩნდება, რომ ბრიტანული თანხაც არაკეთილსინდისიერად არის გამოყენებული და პოლიტიკას ემსახურება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს