ურბანული განვითარება არ არის ადამიანზე ორიენტირებული. ჩვენ გვაკლია ეთიკა და პასუხისმგებლობა სივრცის მიმართ – თემურ დიასამიძე

ტურიზმისა და უძრავი ქონების ექსპერტის და საინვესტიციო მრჩევლის, თემურ დიასამიძის განცხადებით, აჭარაში ევროპელი ტურისტების ჯგუფები თითქმის აღარ ჩადის, სამაგიეროდ გააქტიურებულია აზიური ბაზარი.
“ნაკადები არის, მაგრამ ძირითადად აზიური ქვეყნებიდან, ინდოეთი ძალიან გააქტიურებულია. ც ტრადიციულად აქტიური იყო. ასევე, უნდა აღვნიშნოთ ჩინეთიდან ჩამოსული ხალხი. ბათუმში ხშირია და ფაქტობრივად ყოველდღიურად რამდენიმე ჯგუფს ვხვდებით თურქეთიდან. ივლის-აგვისტოში დაემატება შუა აზიის ქვეყნები და ჩვენი სამეზობლო – სომხეთი.
თუმცა არა ისე, როგორც წინა წლებში იყო.ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსვლასა და ჯგუფებზე ლაპარაკიც ზედმეტია. შემცირების ტენდენციაც კი აღარ არის. ფაქტობრივად, განულებულია. ინდივიდუალურად თუ ჩამოვლენ…
მთელი სეზონის მანძილზე შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ჯგუფი ჩამოვიდეს. ადრე თუ პოლონეთიდან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იყო ჯგუფები აჭარაში, დღესდღეობით ეს ასე აღარ შეიმჩნევა. თუმცა, მე როგორც ვიცი, დანარჩენ საქართველოში – სვანეთში, ყაზბეგში, კახეთსა და თბილისში ეს ჯგუფები ჯერ კიდევ არის. მაგრამ ამ მხრივაც არის შემცირება…
სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში შეიმჩნევა ტენდენცია, როცა ხდება იმ ტიპის კურორტი, როგორც იყო 20-25 წლის წინ, როცა აქ განსაკუთრებული აქტივობები მხოლოდ ორი თვის განმავლობაში ხდებოდა და ის ორი თვე იყო ძირითადი შემოსავლის წყარო სააგენტოებისთვის, სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, გიდებისთვის“ – განაცხადა თემურ დიასამიძემ გადაცემა “საქმიან დილაში”.