ურანის ფასმა $92-ს მიაღწია, რაც 2007 წლის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია

Trading Economics-ის ცნობით, იანვარში ურანის ფასი ზრდას განაგრძობს და მისმა ღირებულებამ 1 ფუნტზე 92 დოლარს მიაღწია, რაც 2007 წლის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.
ფასების ზრდა გამოწვეულია ურანზე მოთხოვნის ზრდის ნიშნებით და ამავდროულად მიწოდების შესახებ გაზრდილი რისკებით.
ენერგოკომპანიებმა 2023 წელს 160 მილიონი ფუნტი ურანის მიწოდებაზე გააფორმეს კონტრაქტები, რაც 2012 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი ოდენობაა.
წიაღისეული საწვავის ფასების ცვალებადობამ და დეკარბონიზაციის ამბიციურმა მიზნებმა აიძულა შეერთებული შტატები და 20 სხვა ქვეყანა, გამოაცხადონ გეგმები 2050 წლისთვის ბირთვული სიმძლავრის გასასამმაგებლად.
ჩინეთი დიდ ფსონს დებს ატომურ ენერგიაზე. მსოფლიოს 58 რეაქტორიდან 22 ჩინეთში მდებარეობს. იაპონიამ განაახლა ბირთვული ენერგიის წარმოების გაზრდის პროექტები და 16 წლის განმავლობაში პირველი ბირთვული რეაქტორი გაუშვა (ფინეთში).
თუმცა, დიდი სახელმწიფოების გეგმებს მიწოდების მზარდი რისკები დახვდა. დასავლური ენერგეტიკული კომპანიები დან ურანის იმპორტს ნებაყოფლობით არიდებდნენ თავს. ამერიკელმა კანონმდებლებმა კი 2023 წლის დეკემბერში რუსეთიდან ურანის იმპორტი ოფიციალურად აკრძალეს.

ასევე დაგაინტერესებთ