ურანის ფასმა აშშ-ში, 2008 წლის იანვრის შემდეგ პირველად, 82 დოლარს გადააჭარბა, იტყობინება Trading Economics.
ფასების ზრდა აიხსნება იმით, რომ ურანზე მაღალი მოთხოვნა მიწოდების გაზრდის მოლოდინებს ქმნის.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 12 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსეთიდან გამდიდრებული ურანის იმპორტს კრძალავს.
ამან გაზარდა მიწოდების საჭიროება სხვა ქვეყნებიდან. ამავდროულად გაურკვევლობაა ნიგერში სამხედრო გადატრიალების გამო და წარმოება შემცირებულია კანადაში.
