მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ესპანური ლა ლიგის ბინადარმა „ვილიარეალმა“ ქართველი შემტევი გიორგი მიქაუტაძე ფრანგული „ლიონიდან“ 30 მილიონ ევროდ გადმოიბირა.
ეს იმას ნიშნავს, რომ 2025/2026 წლების სეზონში ევროპის ხუთივე საუკეთესო ჩემპიონატში მინიმუმ ერთი ქართველი გვეყოლება. მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა, კერძოდ, ის, რომ ერთმანეთის თანადროულად ევროპის ტოპ 5 ლიგიდან ხუთივეში ქართველი ყოფილიყო. ეს ფაქტი ხაზგასმას ნამდვილად იმსახურებს.
პრემიერ ლიგა – გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), ვახტანგ სალია (ნიუკასლი)
ლიგა 1 – ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი (ორივე – მეცი)
ბუნდესლიგა – ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი), გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი)
სერია A – საბა გოგლიჩიძე (ემპოლი), საბა საზონოვი (ტორინო), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე)
ლა ლიგა – გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი)
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ასე რომ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო შეჯიბრებაზე კიდევ ერთ ქართველს ვიხილავთ. მის გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე თავის გამოჩენის შანსი ამ ქართველ ფეხბურთელებსაც მიეცემათ: ხვიჩა კვარაცხელია, ვახტანგ სალია, გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ-ჟილუა), გიორგი ზარია და ლუკა გადრანი (ორივე – ქაირათი).
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში – ლუკა გაგნიძე “გრანადაში” გადავიდა
“უოტფორდმა” ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
Cuore Toro: საზონოვის “ხეტაფეში” ტრანსფერი ჩაიშალა
“მიქაუტაძეს წასვლა არ სურს, არც “ლიონს” სურს მისი გაყიდვა, მაგრამ…” – ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ქართველზე ისაუბრა
ᓫᓠᓝᓮᓐᓕ, ᓛᓝᓛᓔᓪ ᓠᓫᓔ!.. – ᓐᓜᓣ ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓙᓣᓭᓘᓡ ᓤᓘლᓝᓡᓝᓤᓘა
ბიძინა ივანიშვილი: ქართულ ფეხბურთში 100 მილიონის ჩადებას ვაპირებდი, მაგრამ…
მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინ არის – ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვებები [VIDEO]
[VIDEO] მიქაუტაძემ “ლიონის” ფანებთან დამშვიდობებისას ცრემლები ვერ შეიკავა
რამდენად კარგად იცნობ ქართული ფეხბურთის ისტორიას?
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ქართულ ფეხბურთს?
“ლიონმა” გიორგი მიქაუტაძის შემცვლელი დაიმატა
“სიმართლე უნდა ვთქვათ… “მეცთან” ბოლო მატჩში მიქაუტაძეზე ეს მომეჩვენა” – “ლიონის” ყოფილი ფეხბურთელი ქართველის გაყიდვაზე
[VIDEO] თვისობრივად დიდი ნახტომის განხორციელების საშუალებას მოგვცემს – მიქაუტაძე “ვილიარეალის” ფეხბურთელია
კახა კალაძე: ახლა ქართველი ფეხბურთელები უფრო მალე ნებდებიან [VIDEO]
