18 ივლისის გამთენიისას ნოვოროსიისკზე უპილოტო კატერებმა იერიში მიიტანეს. ცნობა ქალაქის მერმა ანდრეი კრავჩენკომ გაავრცელა.
განგაში დაახლოებით დილის ხუთ საათზე ჩაირთო. კრავჩენკომ სანაპიროსთან მცხოვრებ ხალხს ზღვის საპირისპირო მხარეს მდებარე ოთახებში დამალვა ურჩია. არაა ცნობილი იერიშის შედეგები.
პარალელურად, უპილოტო კატერების სამიზნე იყო ანეწსირებულ ყირიმზე მდებარე ქალაქი სევასტოპოლი. ქალაქის ე.წ. მეთაურმა, მიხაილ რაზვოჟაევმა დაწერა, რომ თავდასხმა მოიგერიეს, სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
გავრცელდა ვიდეოებიც, რომლებშიც რუსების მიერ უპილოტო კატერების მოგერიების მცდელობები ჩანს.
ტელეგრამ-არხების ცნობით, აფეთქებები ისმოდა ყირიმზე მდებარე დასახლება მირნის მიდამოებშიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გასულ საათებში შავი ზღვის აკვატორიაში მოიგერიეს 10 უპილოტო კატერი, რომელთა მიზანიც ყირიმი იყო. მათივე მტკიცებით, ოკუპირებული ყირიმის თავზე 33 დრონი ჩამოაგდეს, 2-იც კი ბრიანსკის ოლქში.
უკრაინა უპილოტო კატერებს რუსულ სამხედრო პორტებსა და ხომალდებზე იერიშებისთვის იყენებს. ნოვოროსიისკი, სადაც რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა მდებარეობს, წყლის დრონების სამიზნე ადრეც გამხდარა.