,, უპატიოსნესი კაცი ვახო გომელაური დაასანქცირეს, ვაჟა სირაძე დაასანქცირეს, ძალიან წესიერი კაცი და შეფარებული ჰყავთ კეზერაშვილი” – დაჩი ცაგურია

დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა:
,,დღეს ვუყურებთ ჩვენს საპატრულო პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს როგორი მოწოდების სიმაღლეზე არიან. არსად არ ხდება დედამიწაზე, რომ აქციაზე დაშავებულებზე ხუთჯერ მეტი იყვნენ პოლიციელები. ამის ფონზე ვხედავთ, რომ უპატიოსნესი კაცი ვახო გომელაური დაასანქცირეს, ვაჟა სირაძე დაასანქცირეს, ძალიან წესიერი კაცი და შეფარებული ჰყავთ კეზერაშვილი, რომელმაც ომში ჯარი გაგვიძარცვა. მაგაზე დიდი საქმე მტრისთვის რა შეიძლება გაეკეთებინა?! მე მეძახიან პრორუსიო, მე გავიქეცი საომრად და კეზერაშვილი გაიქცა ჯარის გასაძარცვად. მეტსახელად „კილერა“ ჰყავთ შეფარებული, გლდანის ციხის უფროსი იყო, გვარად მუხაძე, უდესიანი, ცნობილი ზონდერი, რომელიც შვიდი იარაღით დარბოდა, ატერორებდა ხალხს და ზურა ადეიშვილი, რომელმაც ადამიანებისგან ფულის გამოძალვის მანქანა გამოიგონა. ადამიანებს იტაცებდნენ ეგ და კეზერაშვილი ფულის გამოძალვის მიზნით, ეს ხალხი ჰყავთ შეფარებული და წესიერი ადამიანები, დაასანქცირეს“

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი