“უოტფორდის” მწვრთნელმა ჩაკვეტაძის ტრავმის თაობაზე განცხადება გაავრცელა

“უოტფორდის” ახალმა, დროებითმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ კლუბის საიტთან განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.
შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე “კოვენტრისთან” მატჩის 43-ე წუთზე დაშავდა და შესვენებაზე შეცვალეს.
“ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც თავიდან ვფიქრობდით და შიში გვქონდა. ძლიერი ტკივილი ჯერ კიდევ აწუხებს, კოჭ-წვივზე სისხლჩაქცევები აღენიშნება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ გიორგი ნავარაუდევზე ადრე დაბრუნდება”, – განაცხადა ტომ კლევერლიმ.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩაკვეტაძე 21 მარტს ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალისთვის გამოიძახა და იმედია, იქამდე მწყობრში ჩადგება.
“უოტფორდი” შემდეგ შეხვედრას 16 მარტს სტუმრად “ბირმინგემთან”
ჩაატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში