“უოტფორდის” გულშემატკივრებმა ჩაკვეტაძეს საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცეს [VIDEO]

ჩემპიონშიფის მე-40 ტურში “უოტფორდმა” “პრესტონს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. გაციების გამო წინა ტურში გიორგი ჩაკვეტაძე საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარა, დღეს კი ქართველი ნახევარმცველი მატჩში 61-ე წუთზე ცვლილებიდან ჩაერთო.
შეხვედრის დაწყების წინ “ვიქერიჯ როუდზე” “ჩაკვეს” საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცეს, გთავაზობთ ვიდეოს.