უორენ ბაფეტმა Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის ტოპ-10-ში ადგილი ისტორიაში პირველად დაკარგა.
აღნიშნული ინდექსი Bloomberg-მა 2012 წელს ჩამოაყალიბა და მას შემდეგ ყოველდღიურად აახლებს, ბაფეტი კი მუდმივად მოწინავე პოზიციებზეა, ასეა ამჟამადაც, ოღონდ, საუკეთესო ათეულის წევრი აღარაა.
დღევანდელი მონაცემებით, ბაფეტის კაპიტალი 140 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ინდექსის მე-10 ადგილოსან მაიკლ დელის წმინდა ქონებაზე 1 მლრდ-ით ნაკლებია.
მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ 94 წლის აქციონერი ჯერ კიდევ ინარჩუნებს Forbes-ის მილიარდერთა სიის ტოპ-10-ში ადგილს. Forbes-ი მის კაპიტალს 139 მლრდ აშშ დოლარად აფასებს, რაც იმავე მაიკლ დელის აქტივებზე 4.2 მლრდ აშშ დოლარით მეტია – 134.8 მლრდ აშშ დოლარი.
9 აგვისტოს მონაცემებით, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის ტოპ-10 ასე გამოიყურება:
· ილონ მასკი – 371 მლრდ აშშ დოლარი;
· ლარი ელისონი – 302 მლრდ აშშ დოლარი;
· მარკ ცუკერბერგი – 270 მლრდ აშშ დოლარი;
· ჯეფ ბეზოსი – 244 მლრდ აშშ დოლარი;
· ლარი პეიჯი – 180 მლრდ აშშ დოლარი;
· სტივ ბალმერი – 179 მლრდ აშშ დოლარი;
· სერგეი ბრინი – 168 მლრდ აშშ დოლარი;
· იენსენ ჰუანი – 159 მლრდ აშშ დოლარი;
· ბერნარდ არნო – 153 მლრდ აშშ დოლარი;
· მაიკლ დელი – 141 მლრდ აშშ დოლარი.
ბაფეტმა მაისში გამოაცხადა, რომ Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს და პოსტზე რეკომენდაცია გრეგ აბელს გაუწია. მისი კაპიტალის თანდათანობითი კლება მას შემდეგ დაიწყო. გარდა ამისა, ივნისის ბოლო 6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აქციების გასცა.
უორენ ბაფეტმა Berkshire Hathaway 1965 წელს შეიძინა, როცა ის ტექსტილის გაკოტრებული კომპანია იყო, წლების განმავლობაში კი 1.16 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონგლომერატად გადააქცია.
bpn.ge
