უოლ სთრითის ექსპერტები 2025 წელს აშშ-ის საფონდო ბაზრის ზრდას და ნავთობის ფასების დაცემას ელოდებიან

უოლ სთრითის ექსპერტები დადებითად უყურებენ ამერიკული საფონდო და ობლიგაციების ბაზრის პერსპექტივებს და მათ ზრდას 2025 წელს ელოდებიან – წერს Financial Times ათი საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.
თუმცა, ისინი აფრთხილებენ, რომ ს თეთრ სახლში დაბრუნება ზრდის გაურკვევლობას და მისმა ქმედებებმა სავაჭრო ტარიფებზე, ისევე როგორც გადასახადებზე, შეიძლება განსაზღვროს ფინანსური ბაზრების მიმართულება.
ანალიტიკოსები ზოგადად დარწმუნებულნი არიან, რომ ოქროს ფასის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და ნავთობის ფასის უმნიშვნელო კლებას ელიან.
გამოკითხვაში მონაწილეობდნენ Bank of America Corp., Goldman Sachs Group Inc., Deutsche Bank, Barclays, UBS, Societe Generale, Morgan Stanley, HSBC, JPMorgan Chase & Co. და Citigroup Inc.-ის წარმომადგენლები.