ჟურნალისტ ბენ იაკობსის ინფორმაციით, “მილანი” “სიტის” მცველ კაილ უოლკერის შეძენასთან ახლოსაა. 34 წლის ფეხბურთელი “როსონერისთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს და მანჩესტერულ გუნდში უკვე აღარ ვარჯიშობს.
გავრცელებული ცნობით, ვეტერანმა მცველმა იტალიურ გრანდთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.
მიმდინარე სეზონში უოლკერმა პრემიერ ლიგის 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.