უოკერმა “სიტიდან” წასვლა მოითხოვა – ინგლისელი დიდი ალბათობით, კარიერას “მილანში” გააგრძელებს

“მანჩესტერ სიტის” განაპირა მცველს, კაილ უოკერს კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება სურს, ამის შესახებ ინფორმაცია “ქალაქელების” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ დაადასტურა.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, ინგლისელმა მას განუცხადა, რომ კარიერის სხვა ჩემპიონატში გაგრძელებას გეგმავს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, უოკერის გადაბირებით ყველაზე მეტად “მილანი” ინტერესდება და იტალიურმა კლუბმა ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
უოლკერი “სიტის” 2017 წელს, “ტოტენჰემიდან”, 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ვეტერან მცველს “ქალაქელებთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2026 წელს ეწურება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში