უნცია ოქროს ფასმა $2400-ს პირველად გადააჭარბა

ოქროს ფასებმა პარასკევს ვაჭრობაში მორიგი რეკორდი დაამყარა და პირველად გადააჭარბა 2400 დოლარს უნციაზე.
ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე ივნისის ოქროს კონტრაქტების ფასი 1,7%-ით გაიზარდა და უნციაზე 2413,9 დოლარი შეადგინა. წლის დასაწყისიდან ძვირფასი ლითონი 14%-ზე მეტით გაძვირდა.
ძვირფასი ლითონების გაძვირება გამოწვეულია ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინებით, მაღალი გეოპოლიტიკური რისკებით და ცენტრალური ბანკების აქტიური მოთხოვნით, აღნიშნავს MarketWatch. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ფაქტორები შენარჩუნდება და ტენდენცია გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ