უნცია მეტალის ღირებულება სავაჭრო ბირჟაზე

ოთხშაბათის ვაჭრობის ბოლოს ოქროს ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ხუთშაბათს კი ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე აპრილის კონტრაქტების კოტირება 0,3%-ით, ისტორიულ მაქსიმუმამდე, უნციაზე $2163,9-მდე გაიზარდა.
Financial Times-ის მონაცემების მიხედვით, დღეს უნცია მეტალის ღირებულებამ 2158 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 19.13%-ით მეტია.
ოქროს ფასის ზრდას მხარს უჭერს დოლარის შესუსტება და სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის შემცირება, – აღნიშნავს Trading Economics.
რაც შეეხება საერთაშორისო ბირჟაზე ვერცხლის ფასს, Silverprise.org-ის მონაცემებით, დღეს უნცია მეტალის ღირებულებამ 24.51 დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21.39%-ით მეტია.