“უნიჭიერესი შემადგენლობა გვყავს, მწვრთნელმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს” – ფერდინანდმა საუთგეიტზე ისაუბრა

ევრო 2024-ის ფინალში ინგლისის ესპანეთთან 1:2 მარცხის შემდეგ “სამი ლომის” ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა რიო ფერდინანდმა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი გააკრიტიკა.
“შეხედეთ, როგორი ტალანტის მქონე შემადგენლობა გვყავს. არ ვფიქრობ, რომ მაქსიმალურ შედეგს მივაღწიეთ.
მწვრთნელმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ კი სწორი გადაწყვეტილება მიიღოს”, – განაცხადა ფერდინანდმა.
შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ დამარცხდა.