“უნიონის” მწვრთნელმა მატჩის მიმდინარეობისას სანეს ხელი გაარტყა – “ბაიერნის” ბუნდესლიგური გადადებული შეხვედრა სკანდალურად დასრულდა [VIDEO]

გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურის გადადებულ შეხვედრაში “ბაიერნმა” “უნიონს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის ყველაზე დასამახსოვრებელი და სკანდალური ეპიზოდი კი 74-ე წუთზე დაფიქსირდა. მიუნხენელთა შემტევი ლეროი სანე ბერლინელთა მთავარი მწვრთნელიდან ნენად ბიელიცადან ბურთის გამორთმევასა და მატჩის სწრაფად განახლებას აპირებდა, თუმცა სტუმართა ხორვატმა დამრიგებელმა მას ბურთი დროულად არ მიაწოდა, რამაც გერმანელის უკმაყოფილება გამოიწვია.
სანემ ცადა, რომ ბიელიცასთვის ბურთი წაერთმია, რის შემდეგაც ხორვატმა მას სახეში ხელი გაარტყა. “უნიონის” მწვრთნელი გააძევეს და შესაძლოა, მას სასჯელი უფრო დაუმძიმდეს, თავად ლეროიმ კი ყვითელი ბარათი მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში