„ამბასადორი აილენდ ბათუმის” უნიკალური პროექტი მნიშვნელოვან სტრატეგიულ აქტივს წარმოადგენს, ქვეყნის როგორც ეკონომიკური ასევე, ტურისტული სექტორისთვის, რადგან მასში ჰარმონიულად ერთიანდება, ქართული სტუმართმოყვარეობა და განსაკუთრებული საინვესტიციო შესაძლებლობები.
პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მის განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალზე ის ძირითადი ტრანსფორმაციული მახასიათებლები მეტყველებენ, რომლებიც ბათუმის ტურისტული პოტენციალის ზრდას, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არაერთი მიმართულებით, როგორებიცაა: საერთაშორისო ასპარეზზე ახლებურად პოზიციონირება, მდგრადი და ამავდროულად ინოვაციური სერვისების შეთავაზება და ცხოვრების ახლებური სტანდარტების დანერგვა, რაც საბოლოოდ, სრულად რეგიონით, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების დაინტერესებას მოემსახურება.
„ამბასადორის კუნძული ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად ახალი შესაძლებლობაა, რომელიც გააერთიანებს ქართულ ტრადიციულ სტუმარმასპინძლობას თანამედროვე სტანდარტებთან. ეს არის სივრცე, სადაც ტურიზმი, ინვესტიცია და ინოვაცია ერთმანეთთან ჰარმონიულად იკვეთება. ჩვენი მიზანია, შევქმნათ საერთაშორისო დონის მიზიდულობის წერტილი, რომელიც არა მხოლოდ ტურისტებს მოიზიდავს, ასევე სტაბილური ეკონომიკური განვითარების წყარო გახდება რეგიონისთვის”- აცხადებენ კომპანიაში.