უნივერსიტეტი გასაყიდად მომგებიანი შენობები არაა – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე „ოცნების“ „განათლების რეფორმას“ ეხმაურება.
ვიღას აინტერესებს საერთაშორისო რეიტინგები, მაგრამ მაინც:
ილიაუნი საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტია კვლევის გარემოსა და ხარისხის, სწავლების, საერთაშორისო პროგრამებისა და მაღალი სამეცნიერო სანდოობის მქონე ერთობლივი კვლევითი პროექტების მიხედვით. ეს მაშინ, როცა ფაქტობრივად უნივერსიტეტის დაფინანსების მოდელში არც არსებობს/მინიმალურია კვლევის დაფინანსება.
ქართული საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სისტემა ჯერ ილია ჭავჭავაძის და მერე უკვე ივანე ჯავახიშვილის თაობის კონცეფციებია არა მხოლოდ შინაარსით, ტოპოლოგიითაც. ადგილი უნივერსიტეტისთვის, როგორც ნამდვილი გზაშესაყარი სამომავლო განვითრების პერსპექტივით, ისე შეირჩა თავის დროზე და ასეც განვითარდა. ეს ამ ქვეყნის იდენტობის, კულტურული და სამეცნიერო მეხსიერების ადგილებია, საგანმანათლებლო სისტემის რუკაა, გზამკვლევია.
სწორედ ამ რუკას მივყვებით და ამით მოვახერხეთ, რომ დიდი ხარვეზებით, წვალებით, მაგრამ მაინც, აგერ 2025 წლისთვის ვართ აქ ჩამოთვლილი გერმანული, ბრიტანული, ფრანგული, ამერიკული და ა.შ. უნივერსიტეტების გვერდით. მოვახერხეთ, რომ სწრაფად მზარდ, წარმატებულ უნივერსიტეტად ვართ მონიშნული საერთაშორისო სამეცნიერო რუკაზე.
დაუშვებლად მიმაჩნია ამ ისტორიული – ილიასა და ჯავახიშვილისეული – კონცეფციის შეცვლა ახალი, ვაკე-საბურთალოს საუნივერსიტეტო შენობების გაყიდვაზე და სოვდაგრულ აღებ-მიცემობაზე დაფუძნებული გაუგებრობით. ვნახეთ უკვე ამ ახალი კონცეფციის პირველი მერცხალი: როგორ გაიყიდა სპორტის უნივერსიტეტის შენობა ვაკეში და როგორ „მოხმარდა“ იგი ბიზნესმენების მესაკუთრული იდენტობის ამაღლებას.
უნივერსიტეტი მარტო შენობები არაა, მით უმეტეს, გასაყიდად მომგებიანი შენობები. უნივერსიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანი მეხსიერების ადგილია, თაობებს შორის უწყვეტობის, მემკვიდრეობითი კავშირის ადგილია. აქ ხვდება ერთმანეთს წარსული, აწმყო და მომავალი ქვეყნის, ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ინსტრუმენტით: „აზრის აღებ-მიცემობის“ (ილია) ძალით და ამის მოშლა დაუშვებელია.“ — წერს ნინო დობორჯგინიძე
ცნობისთვის, ირაკლი მ გუშინ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სკოლები 11-წლიანი პროგრამით იმუშავებენ, ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა – 1-წლიანი.
ასევე, დაგეგმილია, რომ თითო ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებდეს და ქვეყნის მეორე უმაღლესი განათლების ცენტრი ქუთაისში შეიქმნას.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე – თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!

გია ვოლსკი – თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა – არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!