უნივერსიტეტი აკადემიური დაწესებულებაა, რომელიც მისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე თვისობრივად აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ის ორიენტირებულია ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის განათლების გადაცემაზე

უნივერსიტეტი აკადემიური დაწესებულებაა, რომელიც მისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე თვისობრივად აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ის ორიენტირებულია ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის განათლების გადაცემაზე
უნივერსიტეტი აკადემიური დაწესებულებაა, რომელიც მისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე თვისობრივად აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ის ორიენტირებულია ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის განათლების გადაცემაზე, – განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ნებისმიერ სტუდენტს აქვს არჩევანის თავისუფლება, თავისი გადასაწყვეტია დაესწრება ლექციას თუ გავა აქციაზე. უნივერსიტეტის პოზიცია არის ურყევი – 1 სტუდენტიც, რომ იყოს, რომელიც ლექციას დაესწრება, სასწავლო პროცესი არავითარ შემთხვევაში არ შეჩერდება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენთვის ევროპული ფასეულობები არა თუ შორეული მიზანი, არამედ რეალობაა. KIU არის ყველაზე ევროპული პროექტი საქართველოში. უნივერსიტეტში სტუდენტები იღებენ ევროპული სტანდარტის განათლებას, წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით.
KIU ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც ლექციებს კითხულობენ მაღალი რანგის ევროპელი და ქართველი პროფესორები და სტუდენტებისთვის არაერთი პროექტი და სტაჟირების პროგრამა ხორციელდება ევროპის წამყვან სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში.” – აღნიშნა გიორგი ხუბუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე