უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბი გაიხსნა

უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბი გაიხსნა
ვაკის რაიონში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა დასრულდა. გვირაბი თბილისის მერმა მ პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გახსნა.
ახალი გვირაბი იწყება უნივერსიტეტის ქუჩაზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარედ და მიხეილ შავიშვილის ქუჩის გავლით, პეტრე ქავთარაძის ქუჩას უკავშირდება. გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა – თითო ზოლი თითოეული მიმართულებით.
დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის თანადგომით, ქალაქში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
„დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ. სამუშაოების პირველი ეტაპი იყო საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩასა და ბაგების დასახლებას ერთმანეთთან დააკავშირებდა. მეორე ეტაპი იყო გვირაბის მშენებლობა, რომელიც უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსიდან იწყება და შავიშვილის ქუჩის გავლით, უკავშირდება ქავთარაძის ქუჩას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტში იღებდა მონაწილეობას – სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს; ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდა აღნიშნულ სამუშაოებს; ვინც დააპროექტა და ა.შ. მომავალში კიდევ ბევრი სამუშაო, ახალი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მოწესრიგებული, გამწვანებული და ლამაზი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, ცხადია, ჯერ კიდევ გვაქვს გამოწვევები, მაგრამ მათ არ ვუშინდებით – ძალიან დიდი მხარდაჭერაა გუნდის მხრიდან, რომ ჩატარდეს ისეთი სამუშაოები, რაც ქალაქს უკეთესობისკენ შეცვლის“, – განაცხადა მ.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები, ტროტუარი, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები, ასევე, დამონტაჟდა გარე და გვირაბის შიდა განათების თანამედროვე LED სისტემა. უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გვირაბის მიმდებარედ აშენდა ფერდის დამცავი რკინაბეტონის კედლები.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა მიხეილ შავიშვილის ქუჩაზეც, რომელიც სრულად რეაბილიტირდა. შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები – წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები. ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა, განახლდა გზის საფარი, მოეწყო ტროტუარი, საპარკინგე სივრცეები და საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, დამონტაჟდა შუქნიშნები, საგზაო ნიშნები და დაიხაზა გზის სავალი ნაწილი. ტერიტორიაზე ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.
გვირაბის მშენებლობა და შავიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარით დაფინანსდა. პროექტი ხელს შეუწყობს დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარების დინამიკას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების ხარისხს.
ვაკისა და საბურთალოს რაიონების დაკავშირება თანამედროვე ინფრასტრუქტურული სტანდარტების შესაბამისი გვირაბითა და განახლებული ქუჩით, მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს და საგზაო დატვირთვას, ასევე, უზრუნველყოფს ტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას.
აღსანიშნავია ისიც, რომ გვირაბის მიმდებარედ ხორციელდება უკუშევსების სამუშაოები, რის შემდეგაც გვირაბის თავზე მოეწყობა ე.წ. მაღლივ კორპუსთან მისასვლელი გზა და ტერიტორია აღდგება პირვანდელი სახით. აღნიშნული სამუშაოები ივნისის დასაწყისში დასრულდება.
ახლად გახსნილი გვირაბი დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილეებმა – ირაკლი ბენდელიანმა და ანდრია ბასილაიამ, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას