უნივერსიტეტებში თეორიული ცოდნის მიღება ონლაინ გახდება შესაძლებელი – მთავრობა კანონპროექტზე მუშაობს

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თეორიული კურსების გავლა სტუდენტებს დისტანციურად შეეძლებათ. განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის თქმით, საკითხი 11 მარტის მთავრობის სხდომაზე განიხილეს.
მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რომელიც თეორიულ სწავლებას მოიცავს, ეს კურსები სრულად ელექტრონულ სივრცეში ჩაატარონ. მათ ამისთვის სპეციალური აკრედიტაციის მიღება დასჭირდებათ – ამ უფლებას განათლების სამინისტრო გასცემს.
“შესაძლებელი იქნება სრულად დისტანციური პროგრამების შემუშავება იმ მიმართულებებში, რომელიც არ საჭიროებს პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სწავლებას”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
საქართველოში ონლაინ განათლების მიღება შეეძლებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც. ამ დრომდე საქართველოში დისტანციური სწავლების შესაძლებლობები მხოლოდ კორონავირუსის პანდემიის დროს გამოიყენებოდა.
იგივე კანონპროექტი დაარეგულირებს საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში დისტანციურად სწავლებას. საწყის ეტაპზე, საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებული იქნება ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ან -ის განათლების ხარისხის დამდგენი უწყებების მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ