უნივერსიტეტები, რომელთა კურსდამთავრებულებიც ყველაზე მეტ სტარტაპს აფუძნებენ

წარმატებული სტარტაპის დასაწყებად ახალგაზრდა ანტერპრენიორს მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს და მათ შორის უთუოდ ხვდება სწორი უნივერსიტეტის შერჩევაც. განათლების მაღალი დონე, ძლიერი რეპუტაცია და გავლენიანი კონტაქტები – ის უპირატესობებია, რომელთა მოცემაც უნივერსიტეტს შეუძლია.
სწორედ ამიტომ, გამოცემა PitchBook ყოველწლიურად იმ უნივერსიტეტების რეიტინგს აქვეყნებს, რომელთა კურსდამთავრებულები, საბაკალვრო თუ სამაგისტრო/სადოქტორო მიმართულებით, ყველაზე მეტ სტარტაპს აფუძნებენ. რეიტინგი სტარტაპების მიერ ბოლო ათწლეულში მოზიდული ვენჩურული კაპიტალის მიხედვით დგება.
შესაბამისად, რეიტინგში იმ კომპანიათა დამფუძნებლების მიხედვით დგება, რომლებმაც ვენჩურული დაფინანსება 2013 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 აგვისტოს შუალედში მოიპოვეს.
10 უნივერსიტეტი, რომლის ბაკალავრებიც ყველაზე მეტ სტარტაპს აფუძნებენ:
· კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი – 1811
· სტენფორდის უნივერსიტეტი – 1547
· ჰარვარდის უნივერსიტეტი – 1352
· პენსილვანიის უნივერსიტეტი – 1197
· მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (MIT) – 1175
· კორნელის უნივერსიტეტი – 933
· თელ-ავივის უნივერსიტეტი – 893
· მიჩიგანის უნივერსიტეტი – 860
· ტეხასის უნივერსიტეტი – 842
· ილინოისის უნივერსიტეტი – 739
რაც შეეხება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულებს, მათი რეიტინგი ასე ნაწილდება:
· სტენფორდის უნივერსიტეტი – 4214
· ჰარვარდის უნივერსიტეტი – 3716
· მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (MIT) – 2834
· კოლუმბიის უნივერსიტეტი – 1885
· კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი – 1804
· პენსილვანიის უნივერსიტეტი – 1740
· კემბრიჯის უნივერსიტეტი – 1391
· ოქსფორდის უნივერსიტეტი – 1307
· ნორსვესტერნ უნივერსიტეტი – 1286
· ნიუ-იორკის უნივერსიტეტი – 1603
აღსანიშნავია, რეიტინგების სათავეში მოხვედრილი ორივე უნივერსიტეტი – ბერკლი და სტენფორდი – სან-ფრანცისკოშია დაფუძნებული, რომელიც PitchBook-ის მიერ სტარტაპის დასაწყებად საუკეთესო ქალაქადაა დასახელებული. თავის მხრივ, სტენფორდის ალუმნია OpenAI-ის დამფუძნებელი სემ ოლტმენიც, რომელმაც სწავლა მიატოვა. იგივე უნივერსიტეტი დაამთავრა Robinhood-ის თანადამფუძნებელმა ვლადიმირ ტენევმა. ბერკლის კურსდამთავრებულებს შორის კი DoorDash-ის დამფუძნებელი და CEO – ტონი შუ – და Flexport-ის დამფუძნებელი და CEO რაიან პეტერსენი ხვდებიან.
bm.ge