“უნდა ჩამოვყალიბდეთ – არჩევნები გაყალბდა თუ „ოცნებამ,“ „პასუხგაუცემელი“ ნარატივით მოიგო არჩევნები” – ნიკა მელია

უნდა ჩამოვყალიბდეთ, „ოცნებამ“ ეფექტური მესიჯით („აბა, ომი გინდა?!“) მოიგო თუ არჩევნები გაყალბდა?! ოცნების პროპაგანდას ვერ გაეცა სათანადო პასუხი და იმიტომ მოიგეს თუ სწორედ იმიტომ გააყალბეს არჩევნები რომ მათმა პროპაგანდამ არ იმუშავა?!
არჩევნები არნახული მასშტაბით, მასობრივად გაყალბდა! ამ არჩევნების შედეგები დემოკრატიულ მსოფლიოში არავის უღიარებია, ამ არჩევნებს არ აქვს არც საერთაშორისო და არც ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია! ოცნებამ არჩევნები წააგო, მათმა პროპაგანდამ არ იმუშავა! და დღეს იმაზე საუბარი, რომ ქოცების პროპაგანდას პასუხი ვერ გაეცა და ამიტომ მოახერხეს მათ საზოგადოების დიდი ნაწილის შეცდომაში შეყვანა და ჰქონდათ შედეგი, რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია! ხალხმა უშეცდომოდ გაიაზრა საიდან მოდის ომის საფრთხე და გააკეთა არჩევანი სწორედ მშვიდობისთვის – გახდეს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის, ევროკავშირის, დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი. ეს არჩევანია ახლა მოპარული! „აბა, ომი გინდა? “ – ოცნების პარტიული აქტივის (გამგებლების, მერების, მათი ცოლებისა და ოჯახების) თავის სამართლებელ მესიჯად აქციეს. აბა, იმას ხომ არ იტყოდნენ, იმიტომ ვაძლევ ოცნებას ხმას, რომ ფულის მოპარვის, ტენდერის ჩაწყობის და ა.შ. საშუალებას მაძლევსო? მთელი საარჩევნო კამპანია რეგიონში გავატარე, 4 თვის განმავლობაში ვიყავი საქართველოს ყველა მხარეში, თითქმის ყველა ქალაქში, არაერთ სოფელში და არსად ამომრჩევლისგან არ გამიგია ოცნების ეს მესიჯი და თუ ვინმესგან გამიგია – ისევ გამგებლებისგან/ბიუროკრატებისგან და „ოცნების“ აგიტატორებისგან.
ასე რომ, ახლა ამ თემაზე დისკუსიის მსურველები საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ – ეს არჩევნები გაყალბდა თუ „ოცნებამ,“ „პასუხგაუცემელი“ ნარატივით მოიგო არჩევნები,

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა