უნდა შემცირდეს ნავთობისგან რუსეთის შემოსავლები ერთ ბარელზე 30 დოლარამდე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, მ ევროკავშირს მოუწოდა, რუსული ნავთობის ზღვრული ფასი ერთ ბარელზე 30 დოლარამდე შეამციროს. ამჟამად ეს ზღვარი 45 დოლარს შეადგენს.
აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს სხდომაზე ვიდეომიმართვისას გააკეთა.
ს სამხედრო ამბიციები იზრდება, როცა ნავთობისგან არსებული შემოსავლები მაღალია. რუსეთის ომის მადა რომ შემცირდეს, უნდა შემცირდეს მათი შემოსავლები ნავთობისგან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კვლავ რჩება მისი აგრესიის შეზღუდვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად.
„ახლა საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მართლაც ძლიერი, მე-18 პაკეტი. მთავარი სამიზნეები უნდა იყოს რუსეთის ნავთობით ვაჭრობა, მისი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები, რუსული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, ასევე მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღჭურვილობის ან ნაწილების მიწოდებას იარაღის საწარმოებლად“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ზოგიერთი ევროპული კომპანია რუსეთს კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტებს დღემდე აწვდის. მისი თქმით, ეს კომპონენტები საბოლოოდ რაკეტებსა და სხვა იარაღზე მიდის, რომლითაც რუსეთი ზე თავდასხმას ახორციელებს.