“უნდა შევქმნათ ონლაინ პლატფორმა, სადაც დარეგისტრირდება ყველა მოქალაქე, რომელიც ითხოვს რეჟიმის ცვლილებას“ – ზურაბ ჯაფარიძე

“უნდა შევ­ქმნათ ისე­თი თა­მა­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც დრო­ში გან­ვრცო­ბა­დად აჩ­ვე­ნებს, რომ ვართ უმ­რავ­ლე­სო­ბა და ვიბ­რძვით რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ – ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა, სა­დაც და­რე­გის­ტრირ­დე­ბა ყვე­ლა, რო­მე­ლიც ითხოვს რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­რუ­ნე­ბას მის ის­ტო­რი­ულ გზა­ზე, ევ­რო­პის­კენ“, – ამის შე­სა­ხებ “კო­ა­ლი­ცია ცვი­ლე­ბის­თვის” ერთ-ერთი ლი­დე­რი, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე წე­რილ­ში წერს, რო­მე­ლიც 25 ივ­ნი­სით თა­რიღ­დე­ბა.
ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის თქმით, ეს გა­ა­ცო­ცხლებს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს და აი­ძუ­ლებს ყვე­ლას, აკე­თოს ის, რაც დღეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია – “და­აძ­ლე­ვი­ნოს შიში გარ­შე­მომ­ყო­ფებს და და­არ­წმუ­ნოს პლატ­ფორ­მა­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში”.
მისი თქმით, პო­ლი­ტი­კა დღეს სწო­რედ ეს არის და სხვა პო­ლი­ტი­კა არ არ­სე­ბობს.
ჯა­ფა­რი­ძე ფიქ­რობს, რომ, როცა რე­ჟიმ­ში “ბზა­რებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ვე­რა­ფე­რი სხვა ვერ გა­ა­ჩენს ისეთ ბზა­რებს, რო­გორც ჩვე­ნი სიმ­რავ­ლის მუდ­მი­ვი დე­მონ­სტრი­რე­ბა”.
ამას­თან, ის თვლის, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მოვა მხო­ლოდ ქუ­ჩა­ში: “როცა ყვე­ლა და­ვი­ნა­ხავთ და და­ვი­ჯე­რებთ, რომ გა­ცი­ლე­ბით მეტ­ნი ვართ, როცა ისი­ნიც და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ არ გვე­ში­ნია”.
ჯა­ფა­რი­ძე ვრცელ წე­რილ­ში სა­უბ­რობს ერ­თი­ა­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, და­კა­ვე­ბულ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კო­ლე­გებ­ზე, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე, პრო­ტეს­ტის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე.
“ისევ იმის თქმით და­ვი­წყებ, რომ მე მხო­ლოდ TV-ს ვუ­ყუ­რებ, ნული წვდო­მა მაქვს სოც. ქსე­ლებ­თან და პრაქ­ტი­კუ­ლად ნული კო­მუ­ნი­კა­ცია პო­ლი­ტი­კო­სებ­თან.
ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ესაა რა­საც ვფიქ­რობ:
ეს გლო­ვა, “ვა­ი­მე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და­ი­ჭი­რეს”, უნდა დას­რულ­დეს.
არა­ფე­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ხდე­ბა აქ და ახლა, ისე­ვე რო­გორც, არა­ფე­რი ისე­თი არ ხდე­ბა, რაც აქამ­დე არ მომ­ხდა­რა ბევ­რგან, ბევ­რჯერ კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში.
მი­თუ­მე­ტეს, რომ ეს ჯერ კი­დევ არ არის ფსკე­რი, უა­რე­სე­ბი გვე­ლის მა­ნამ, სა­ნამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არ იქ­ნე­ბა.
ბი­ძი­ნა და ეს რე­ჟი­მი 1 დღე­ში არ გამ­ხდა­რა არც დიქ­ტა­ტო­რი და არც რუსი.
ამი­ტომ რე­ჟი­მის­თვის რე­ჟი­მის და­ძა­ხე­ბა, მისი დე­ლე­გი­ტი­მა­ცია, მას­თან ტყუ­ილ­ში არ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუ ახლა სწო­რი სტრა­ტე­გი­აა, ეს სწო­რი სტრა­ტე­გია იყო 1 წლის წი­ნაც და 5 წლის წი­ნაც.
ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ამის სა­პი­რის­პი­როს ვა­კე­თებ­დით – იყო შეც­დო­მა.
ყვე­ლა, ვინც ამათ რუსს და ამათ მმარ­თვე­ლო­ბას რე­ჟიმს ეძახ­და – იყო მარ­თა­ლი თა­ვი­დან­ვე.
ვინც არ უნდა იყოს ეს ხალ­ხი.
ეს არ ნიშ­ნავს, რომ, ვინც ცდე­ბო­და, გა­სა­რი­ყია.
ეს უბ­რა­ლოდ ნიშ­ნავს, რომ ვინც არ ცდე­ბა, იმათ მე­ტად და­უგ­დეთ ყური.
ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც ახლა ხდე­ბა, არის ის, რომ ყვე­ლა ერ­თო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს.
ერ­თო­ბა არ არის მო­გე­ბის გა­რან­ტია, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა. ოღონდ ახლა ვუ­ყუ­რებ და ისე ჩანს, თით­ქოს ყვე­ლა ყო­ველ­თვის ერ­თო­ბის მომ­ხრე იყო.
ტყუ­ი­ლია ეს და სი­ყალ­ბით არა­ფე­რი გა­მო­ვა.
ზოგს არ სჯე­რო­და, რომ გა­მო­ვი­დო­და და ამი­ტომ ამ­ბობ­და ერ­თო­ბა­ზე უარს, ზოგს კვლე­ვე­ბი სხვა რა­მეს ეუბ­ნე­ბო­და, ზოგი “ნა­ცებ­თან ერ­თად” არ დგე­ბო­და და ზოგი “ქო­ცებ­თან”.
აქ მთა­ვა­რი ის კი არაა, ვინ რა პო­ზი­ცი­ა­ზე იყო ადრე, მთა­ვა­რი ისაა, რომ დღეს სჩა­დის სი­ყალ­ბეს და რის­თვი­საა ეს სი­ყალ­ბე სა­ჭი­რო? რომ გა­მოჩ­ნდეს, თით­ქოს სულ სწორ პო­ზი­ცი­ა­ზე იყა­ვი და პი­რა­დი თუ პარ­ტი­უ­ლი ქუ­ლე­ბი ჩა­ი­წე­რო?
აი, აქ გვ…….
დღეს რომ კი­დევ პი­რად და პარ­ტი­ულ ქუ­ლა­ზე ფიქ­რობ და არა სი­მარ­თლე­ზე, ეგ გვა­სუს­ტებს ყვე­ლას ერ­თად.
ნუ შვრე­ბით მა­გას.
არც პარ­ტი­უ­ლი თუ კო­ა­ლი­ცი­უ­რი ნომ­რე­ბის პი­ა­რია სწო­რი.
ჩემი პრო­ზა­ი­კუ­ლი ნიჭი არ ეყო­ფა იმის აღ­წე­რას, რამ­დე­ნად სა­სა­ცი­ლოდ ჩანს ეგ ამ­ბა­ვი აქე­დან.
არც ისე­თი “ცუ­დე­ბი” აღ­მოჩ­დნენ ეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, კრი­ტი­კაც მო­სუ­ლა და ლან­ძღვაც. მაგ­რამ ეს “იმათ­თან შეკ­რუ­ლია” , უნდა დას­რულ­დეს.
არა­ფე­რი ისე არ გვა­სუს­ტებს, რო­გორც უნ­დობ­ლო­ბა.
უნდა გა­მო­ვი­დეთ 90-ია­ნე­ბი­დან, როცა ყვე­ლას ყვე­ლა სუ­კის აგენ­ტი ეგო­ნა.
არ არ­სე­ბობს გა­რი­გე­ბა, რომ­ლის გა­მოც ადა­მი­ა­ნი აქ ჩაჯ­დე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, რომ არა­ვინ იცის აქე­დან ვინ რო­დის გავა გა­რეთ.
ბოლო შეხ­ვედ­რებ­ზე აქ­ტი­ვის­ტებ­თან, პრო­ტეს­ტან­ტებ­თან, და­ჭე­რი­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­თან, სა­დაც პარ­ტი­ე­ბის კრი­ტი­კა ის­მო­და, ყვე­ლას ვე­კი­თხე­ბო­დი, რა ხდე­ბა მა­შინ, თუ ჩვენ ყვე­ლას გვი­ჭე­რენ? მა­შინ რას აკე­თებთ?
ამას ნიშ­ნის მო­გე­ბით არ ვა­კე­თებ­დი. მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებ­და და მათ­თვი­საც მით­ქვამს, რომ ეგ რე­ა­ლო­ბა დად­გე­ბო­და და როცა ვამ­ბობ­დით: “დღეს ყვე­ლა­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ხართ”, ეს არ იყო ლა­მა­ზი სი­ტყვე­ბი.
ის, რომ კენ­ჭი არ გიყ­რი­ათ, პარ­ტი­ა­ში არ ყო­ფილ­ხართ და პო­ლი­ტი­კოსს არა­სო­დეს გე­ძახ­დნენ, არა­ფერს ნიშ­ნავს.
ყვე­ლას მო­გი­წევთ კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან გა­მოს­ვლა, სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კი, შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბა და ამის გამო, ლან­ძღვის ატა­ნა.
ყვე­ლას წა­მოგცდე­ბათ სი­სუ­ლე­ლე და დაგ­ცი­ნე­ბენ.
ყვე­ლას მო­გი­წევთ ფა­სის გა­დახ­და სა­კუ­თა­რი დრო­ით, ნერ­ვე­ბით.
ყვე­ლას მო­გი­წევთ ათას­ნა­ირ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ათა­სი სი­სუ­ლე­ლის მოს­მე­ნა, მო­გი­წევთ რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა.
მო­გი­წევთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ნა­წილ­ზე ან სრუ­ლად უა­რის თქმა.
სხვა­ნა­ი­რად ვერ მო­ვი­გებთ.
და პო­ლი­ტი­კო­სო­ბა სხვა არა­ფე­რია იმ რე­ა­ლო­ბა­ში, რა რე­ა­ლო­ბა­შიც ვართ. მე­ტიც, ამას ემა­ტე­ბა ჯა­რი­მე­ბი, ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, პრო­პა­გან­დით გა­შა­ვე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ცი­ხეც.
სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამ ბრძო­ლა­ში გა­მარ­ჯვე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია ამა­ზე წამ­სვლე­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ში.
რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია, ვინც სი­მარ­თლის­თვის ბრძო­ლას გა­ბე­დავს. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია პო­ლი­ტი­კო­სო­ბის­თვის მზად.
ბი­ძი­ნას და რუ­სებს ჰგო­ნი­ათ, რომ ცოტა.
მე მგო­ნია, რომ არც იც­ნობს ქარ­თველს, არ წა­უ­კი­თხავს ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი, არ იცის, რას წერ­და ვაჟა-ფშა­ვე­ლა, და შე­სა­ბა­მი­სად, დრო­ე­ბით წარ­მა­ტე­ბით გაბ­რუ­ე­ბუ­ლი, ვერც ხვდე­ბა, რას და­ე­ჯა­ხა.
ერ­თო­ბის ამ­ბავს და­ვუბ­რუნ­დე­ბი.
70 წელი დე­და­მო%&ნულ­მა საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა და მა­ნამ­დე 1 სა­უ­კუ­ნე რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ ვერ და­ა­ჯე­რა ქარ­თველს, რომ ქა­ლის ცემა სწო­რია, რომ ათის მიერ ერ­თის ცემა სწო­რია, რომ “პა­გო­ნებს” ამო­ფა­რე­ბუ­ლი ბლა­ტა­ო­ბა ვაჟ­კა­ცო­ბაა, რომ სა­ხე­ში ქალი რომ ხელს გა­გარ­ტყამს, პო­ლი­ცი­ა­ში უნდა გა­იქ­ცე, რომ ფეხ­მძი­მე ქალ­თან დი­ლის 8ზე ბი­ნა­ში შე­ვარ­დნა მო­სუ­ლა, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის ჩა­დე­ბით შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც დი­ა­დი მიზ­ნის­თვის იბ­რძო­ლო და ა.შ და ვის გჯე­რათ, რომ ბი­ძი­ნა შეძ­ლებს ამას?
აქე­დან ისე ჩანს (შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი, მაგ­რამ მე­ეჭ­ვე­ბა) თით­ქოს ერ­თო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე კონ­სენ­სუ­სია. მაგ­რამ გა­უ­გე­ბა­რია, ერ­თად რა უნდა გა­ვა­კე­თოთ.
და რად­გან ეს გა­უ­გე­ბა­რია, ამი­ტომ ნა­წი­ლი ფიქ­რობს ე.წ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ზე (ეგ მეტ­ნაკ­ლე­ბად გა­სა­გე­ბი პრო­ცე­სი ჩანს და მა­გის კე­თე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არა­სე­ბობს), რა­ტო­მაა ეს არას­წო­რი, აღარ დავ­წერ, მომ­ბეზ­რდა გა­მე­ო­რე­ბა.
რისი გა­კე­თე­ბა მგო­ნია სწო­რი, მა­გას დავ­წერ:
ა. რე­ჟი­მი დგას ტყუ­ილ­ზე. ბევრ ტყუ­ილ­ზე და მთა­ვა­რი ტყუ­ი­ლი, რო­მელ­ზეც დგა­ნან არ არის არც დიპს­ტე­იტ­თან ბრძო­ლა და არც ბი­ძი­ნას კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა, მთა­ვა­რი ტყუ­ი­ლი არის ის, რომ ისი­ნი არი­ან უმ­რავ­ლე­სო­ბა!
მთე­ლი მათი პრო­პა­გან­და ემ­სა­ხუ­რე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბის და­ხატ­ვის მი­ზანს.
ყვე­ლა გორ­ბის კვლე­ვა იგი­ვე ამ­ბა­ვია. ათა­სო­ბით ტროლ-ბოტი იგი­ვეა. მი­ტინ­გებ­ზე ძა­ლით და ფუ­ლით მოყ­ვა­ნი­ლი ხალ­ხი – იგი­ვეა.
არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა – იგი­ვეა.
რე­ჟი­მის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ხა­ტოს სუ­რა­თი, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა მას უჭერს მხარს.
ამი­ტომ ლა­პა­რა­კო­ბენ მუდ­მი­ვად ხალ­ხის სა­ხე­ლით.
ამი­ტომ ძა­ლა­დო­ბენ, რად­გან ისე აგე­ბენ, რად­გან ისე ხვდე­ბი­ან, რომ ვე­რა­ნა­ი­რი პრო­პა­გან­და და ვე­რა­ნა­ი­რი და­ში­ნე­ბა ვერ ზრდის მათი მომ­ხრე­ე­ბის რი­ცხვს.
არა­ვინ ისე ზუს­ტად არ იცის რომ უმ­ცი­რე­სო­ბა­ში არი­ან, რო­გორც თა­ვად მათ.
ბ. სწო­რედ იმი­ტომ, რომ ისი­ნი დგა­ნან ამ მთა­ვარ ტყუ­ილ­ზე, ჩვენ არ უნდა შე­ვი­დეთ არ­ცერთ ისეთ თა­მაშ­ში, სა­დაც ისი­ნი ით­ვლი­ან! ყვე­ლა ასე­თი მცდე­ლო­ბა გან­წი­რუ­ლია კრა­ხის­თვის და შემ­დგო­მი აპა­თი­ის­თვის.
გ. ჩვენ უნდა შევ­ქმნათ ერ­თად ისე­თი თა­მა­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც დრო­ში გან­ვრცო­ბა­დად (და არა ერთი სა­ღა­მოს შეკ­რე­ბით) აჩ­ვე­ნებს, რომ ჩვენ ვართ უმ­რავ­ლე­სო­ბა (2x-ჯერ მეტ­ნი ვართ) და ვიბ­რძვით რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ.
დ. ეს შე­იძ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო წლე­ბის წინ, მაგ­რამ დღეს შე­საძ­ლე­ბე­ლია – ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა, სა­დაც და­რე­გის­ტრირ­დე­ბა ყვე­ლა, ქვეყ­ნის შიგ­ნით თუ ქვეყ­ნის გა­რეთ, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ითხოვს რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­რუ­ნე­ბას მის ის­ტო­რი­ულ გზა­ზე, ევ­რო­პის­კენ.
ამ იდე­ა­ზე სხვა­დას­ხვა ფორ­მით უკვე ლა­პა­რა­კობს ბევ­რი. ეს გა­ა­ცო­ცხლებს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს. ეს აი­ძუ­ლებს ყვე­ლას, აკე­თოს ის, რაც დღეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია – და­აძ­ლე­ვი­ნოს შიში გარ­შე­მომ­ყო­ფებს და და­არ­წმუ­ნოს პლატ­ფორ­მა­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში. ეგაა დღეს პო­ლი­ტი­კა, სხვა პო­ლი­ტი­კა არ არ­სე­ბობს.
ან ყვე­ლა სა­ჯა­როდ გა­მოვ­დი­ვართ და ვა­ფიქ­სი­რებთ, რომ რუ­სებ­მა უნდა გაა…., ან ვერ ვი­გებთ. ჩირ­გვებ­ში ყოფ­ნის დრო დამ­თავ­რდა. ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა არის ჩირ­გვე­ბი­დან გა­მოს­ვლა.
რა­საც ვწერ, ეს არ არის ბიბ­ლია, შე­იძ­ლე­ბა სხვა­ნა­ი­რად გა­კეთ­დეს, მაგ­რამ პრინ­ცი­პი რომ სწო­რია, თავს დავ­დებ.
ე. ეს არის პირ­ვე­ლი ეტა­პი, რომ და­ვი­ნა­ხოთ ერ­თმა­ნე­თი, დავძლი­ოთ შიში, ვირ­წმუ­ნოთ, რომ დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა ვართ და ვირ­წმუ­ნოთ გა­მარ­ჯვე­ბის.
ეს რუ­სებ­მაც უნდა და­ი­ნა­ხონ. უნდა დარ­წმუნ­დნენ, რომ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, რაც ჩა­ი­დი­ნეს, რაც და­ხარ­ჯეს, რაც დრო და­კარ­გეს, ჩვენ დავ­რჩით ქარ­თვე­ლე­ბად და უმ­რავ­ლე­სო­ბა არ შევ­შინ­დით, არც გა­ვი­ყი­დეთ.
როცა რე­ჟიმ­ში ბზა­რებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ვე­რა­ფე­რი სხვა ვერ გა­ა­ჩენს ისეთ ბზა­რებს, რო­გორც ჩვე­ნი სიმ­რავ­ლის მუდ­მი­ვი დე­მონ­სტრი­რე­ბა.
ვ. ეს ეტა­პი გა­სავ­ლე­ლია, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მოვა მხო­ლოდ ქუ­ჩა­ში. როცა ყვე­ლა და­ვი­ნა­ხავთ და და­ვი­ჯე­რებთ, რომ გა­ცი­ლე­ბით მეტ­ნი ვართ, როცა ისი­ნიც და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ არ გვე­ში­ნია, ამის მერე თუ რამ­დე­ნი­მე რუსი ნა­ბიჭ­ვა­რი ისევ ცდი­ლობს ძა­ლა­უფ­ლე­ბის უზურ­პი­რე­ბას, მერე მშვი­დო­ბი­ა­ნად ალე­წავ თავ-ყბას.
თუ ამას არ შვე­ბი, მონა ხარ”, – წერს ჯა­ფა­რი­ძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა თავაძე – რეჟიმი დემოკრატიაზე ძვირი ჯდება, ხდება ჭანჭიკების გადაჭერა და მივედით სისხლიან დაპირისპირებამდე – ნიშნები ჩანს, რომ უნდათ არჩევნების გაყალბებისთვის ფინანსური რესურსი და როდესაც აკუმულირება გიჭირს, შენს სხეულს დაუწყებ ჭამას