უნდა მოსპონ ჩვენი ქართველობა, ეთნიკურობა, კულტურული იდენტობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ თავიანთი გლობალური ზრახვების განხორციელებას

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი აქციაზე რადიკალების პერფორმანსს ეხმიანება.
„დაწვეს ის ქრისტიანული ღირებულებები, რასაც ემყარება ჩვენი გენეტიკა, კულტურული იდენტობა და ეთნოსი“- აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ რადიკალების მიზანია მოსპონ კულტურული იდენტობა იმისთვის, რომ შემდეგ საკუთარი გეგმები განახორციელონ. მისი თქმით, კუბოს დაწვა, რომელზეც ქრისტე იყო გამოსახული არის სიმბოლო, რომ მათ დაწვეს ქრისტიანული ღირებულებები.
„გუშინდელი პერფორმანსი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ მომიტინგეების მხრიდან, როდესაც დაწვეს კუბო ქრისტეს გამოსახულებით, არის ერთგვარი სიმბოლო, რომ დაწვეს ღირებულებები. დაწვეს ის ქრისტიანული ღირებულებები, რასაც ემყარება ჩვენი გენეტიკა, კულტურული იდენტობა და ეთნოსი.
ეს არის მათი ძირითადი ხელწერა, რომ უნდა მოსპონ ჩვენი ქართველობა, ეთნიკურობა, კულტურული იდენტობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ თავიანთი გლობალური ზრახვების განხორციელებას. ეს იყო ერთგვარი აქტი და ძალიან სამწუხაროა, რომ ხალხმა, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღო და სიხარულის შეძახილები ისმოდა,“- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში