ნატოს გენერალური მდივანი ვარაუდობს, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, უკრაინაზე რუსული თავდასხმები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. განცხადება იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გააკეთა:
“ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ სიტუაციას უკრაინაში. ჩვენ ვხედავთ ინტენსიურ საბრძოლო ოპერაციებს ფრონტის ხაზის გასწვრივ. ჩვენ ვხედავთ უპილოტო თვითმფრინავების დარტყმების ტალღებს უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. და ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ უკრაინის ქალაქებზე უფრო მეტი თავდასხმები იქნება, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა კიდევ უფრო დაუჭირონ მხარი უკრაინას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ წევრი ქვეყნები უკრაინისადმი ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებენ უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაზე, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დაესწრება.