უნდა ვიჩქაროთ – ჯო უილსონი „მეგობარი აქტის“ მიღებაზე

რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 24-საათიან ანტიამერიკულ პროპაგანდას აწარმოებს.
ამის შესახებ მან ჰელსინკის კომისიაში გამოსვლისას განაცხადა, სადაც სთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა. ჰელსინკის კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განიხილეს, რა შედეგებს გამოიწვევს რეგიონსა და მსოფლიოში ის, თუ რუსეთს უკრაინაში გამარჯვების გამოცხადების საშუალებას მისცემენ. ყურადღება გამახვილდა მოლდოვაზე, სომხეთზე, საქართველოსა და ბელარუსზე, როგორც ქვეყნებზე, სადაც ს გამარჯვების შედეგები მყისიერი იქნება და შესაძლოა ეგზისტენციალურიც.
ჯო უილსონმა ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩინეთთან და რუსეთთან სიახლოვეზე, ასევე ბოლო ერთ კვირაში ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას.
მისი თქმით, ამიტომ უნდა იჩქარონ „მეგობარი აქტის“ მიღება, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
„ჩინეთის კომუნისტურ პარტიას სურს, რომ საქართველოს მთელ შუა დერეფანს, მათ შორის ცენტრალური აზიის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას, დაეუფლოს. ამერიკული კომპანიები უკვე განდევნეს რეგიონიდან. გარდა ამისა, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ საქართველოს შავი ზღვის პორტი მიიტაცა. „ქართული ოცნება“ 24-საათიან ანტიამერიკულ პროპაგანდას აწარმოებს.
200 დღეზე მეტია მამაცი ქართველი ხალხი სიცოცხლის რისკის ფასად ქუჩებში, ამერიკის დროშებით შემოსილნი თავისუფლებისა და სუვერენული საზღვრების დასაცავად.
მამაცმა ქართველმა ხალხმა სიცოცხლე და კიდურები საფრთხეში ჩააგდო, რათა 200 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ქუჩებში გამოდის, ამერიკული დროშებით შემოსილი, თავისუფლებისა და სუვერენული საზღვრების დასაცავად.
ბოლო კვირის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი დააკავა და უკანონოდ დააპატიმრა. ამიტომ უნდა ვიჩქაროთ. წარმომადგენელთა პალატამ უკვე 90%-იანი მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ და ის ახლა სენატის კალენდარშია და დაუყოვნებლივ განსახილველად არის მზად“, – განაცხადა ჯო უილსონმა.