უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევაჩეროთ ეს ტრაგედია – ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ საჭიროა ფიქრი იმაზე, როგორ უნდა შეჩერდეს ში ომით გამოწვეული ტრაგედია და დასძინა, რომ მოსკოვს არასოდეს უთქვამს უარი სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე.
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული განცხადება „ოცეულის ჯგუფის“ სამიტზე ონლაინ ჩართვისას გააკეთა.
„ზოგიერთმა კოლეგამ გამოსვლებში განაცხადა, რომ შოკირებულია უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიით. დიახ, რა თქმა უნდა, სამხედრო მოქმედებები ყოველთვის ტრაგიკულია. რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევაჩეროთ ეს „ტრაგედია“. სხვათა შორის, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, არა რუსეთმა, არამედ უკრაინამ განაცხადა საჯაროდ, რომ ტოვებდა მოლაპარაკების პროცესს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო“ მატყუარების და გაქნილი პოლიტიკანების პარტიაა, მადლობა მათ, რომ კიდევ ერთხელ მოგვცეს საშუალება ჩვენც, პოლიტიკაში ჩართულ ადმიანებსაც და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებსაც იმისათვის, რომ მათი ტყუილები ვამხილოთ

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს “პრო-ევროპული” პარტიისთვის ევროპიდან ჩაწყობილი “გამარჯვება” დიდი ალბათობით დამატებით სტიმულს მისცემს 4 ოქტომბერს ადგილობრივი დესტრუქციული ძალების მიერ უკვე გამოცხადებულ “რევოლუციას,” რომელიც წინა აქციების მსგავსად ევროკავშირის ატრიბუტიკის ფონზე ჩაივლის