“უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავაჩეროთ ეს ტრაგედია” – პუტინი უკრაინაში ომზე

ს პრეზიდენტი ვირტუალურად ჩაერთო დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერების შეხვედრას და მათ სიტყვით მიმართა. კერძოდ, მიმართვის დროს მან ში მიმდინარე ომსა და პალესტინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
პუტინმა თქვა, რომ “სამხედრო ქმედებები ყოველთვის ტრაგედიაა და უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ გააჩერონ ეს ტრაგედია”. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა G20-ის ქვეყნების ლიდერებს პირველად მიმართა.
“კი, რა თქმა უნდა, სამხედრო ქმედებები ყოველთვის ტრაგედიაა. და, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავაჩეროთ ეს ტრაგედია. სხვათა შორის, რუსეთს არასდროს არ უთქვამს უარი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე”, – თქვა პუტინმა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ დიდი ოცეულის ზოგიერთმა ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში თქვა, რომ შოკირებული იყვნენ უკრაინაში რუსეთის აგრესიით. ამაზე პასუხად, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან მიმართებით სიტყვა “ომი” საჯაროდ პირველად გამოიყენა.