“უნდა დაიკითხოს გომელაური… მისი განცხადება სრული სიცრუეა” – დავით ქაცარავა

გიორგი გახარიას მიერ გუშინ წულუკიანის სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ხელმძღვანელი, დავით ქაცარავა ტვ პირველთან, ამბობს:
“თუ კითხავენ გიორგი გახარიას, როგორც მინიმუმ, პარალელურად უნდა გამოიკითხოს გომელაურიც. ეს ცალსახა არის. გომელაურის კომენტარი და ცალსახა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ის საქმის კურსში არ იყო, არის სრული სიცრუე, იმიტომ, რომ საგუშაგოების ჩადგმის შესახებ გამოჟონილი იყო კიარადა, უკვე ყველამ მაისშივე ვიცოდით, რომ საგუშაგოების ჩადგმა იგეგმებოდა. ლილუაშვილი ფაქტობრივად უკვე დაინიშნა მაშინ, როდესაც რუსებს დაწყებული ჰქონდათ შემოჭრა წაღვრის ტყის ნაწილში, ამიტომ მიჭირს ცოტა ლილუაშილის პასუხისმგებლობის დანახვა ამ შემთხვევაში. რომ არ ჩამდგარიყო ის საგუშაგოები, რომელიც ჩააყენა გახარიამ იმ პერიოდში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ოკუპაცია გაგრძელდებოდა. გახარიამ და იმჟამინდელმა ძალოვანმა სტრუქტურებმა, როგორც მინიმუმ გადაარჩინეს ტალკის საბადოები. არასწორად ახსენებენ მხოლოდ და მხოლოდ ჩორჩანას, იმიტომ, რომ სადაც რუსული საგუშაგოები ჩადგა, ის არის ძირითადად წაღვრის ტყე და წაღვრიდან უკვე გადადის ჩორჩანას ნაწილში, ამიტომ, მეტწილად წაღვრის ტყე არის დაკარგული”
ცნობისთვის, გახარია ამბობს, რომ ჩორჩანას საგუშაგოების გეგმის გაკონტროლება ჩაბარებული ჰქონდა შს მაშინდელ მინისტრს ვახო გომელაურს და სუს-ის შეფს გრიგოლ ლილუაშვილს, იმ კოორდინატებზე კი, სადაც საქართველოს საგუშაგოები უნდა ყოფილიყო, უცაბედად ს ფედერაციის საგუშაგოები აღმოჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს