უნდა გვახსოვდეს, რომ 2014-ში აფრიკაში EU-ს მისია ჩაშლას გადავარჩინეთ – პაპუაშვილი

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარება შეაჩერა, შალვა პაპუაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ევროკავშირის ერთ-ერთ მისიაში ქართველი სამხედროების გადამწყვეტი როლი გაიხსენა.
პარლამენტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისია ჩაშლისგან სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებამ იხსნა.
„უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც 2014 წელს ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებში ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის (EUFOR RCA) მონაწილეობის მსურველებს, საქართველომ (“ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებით) 150 ჯარისკაცის გაგზავნით, ევროკავშირის ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა.
ჩვენ, ამ ურთულეს ოპერაციაში, ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, სამხედრო კონტინგენტით კი მეორე ქვეყანა საფრანგეთის შემდეგ“, – წერს პაპუაშვილი Facbook-ზე.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ს განცხადებით, ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა.
ელჩის თქმით, სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც.
ევროპული სამშვიდობო ფონდი შეიქმნა 2021 წლის მარტში, რათა დააფინანსოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ქმედებები სამხედრო და თავდაცვის სფეროებში, კონფლიქტის თავიდან აცილების, მშვიდობის შენარჩუნებისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით. კერძოდ, ევროპული სამშვიდობო ფონდი საშუალებას აძლევს ევროკავშირს, დააფინანსოს ქმედებები, რომლებიც შექმნილია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების და რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობების გასაძლიერებლად სამხედრო და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ფონდის სხვა ბენეფიციარები იყვნენ , აფრიკის კავშირი, ნიგერია, მოზამბიკი, ბოსნია და ჰერცეგოვინა და მალი.
2021 წლის დეკემბერში ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად 12 750 000 ევრო გამოიყო, 2022 წლის დეკემბერში — 20 მილიონი, 2023 წლის მაისში — 30 მილიონი ევრო.

ასევე დაგაინტერესებთ