“უნდა გავახსენოთ ქართველ ხალხს…” | “ოცნება” სიძულვილის ენის შემცველი წინასაარჩევნო კამპანიისთვის ემზადება

“უნდა გავახსენოთ ქართველ ხალხს, უნდა ახსოვდეს ქართველ ხალხს იმის შესახებ, თუ რას შვებოდა წინა ხელისუფლება წლების განმავლობაში” – აცხადებს “ოცნების” დეპუტატი დაჩი ბერაია მისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ ისევ ბინძური და პროპაგანდისტული იქნება.
“ქართულმა ოცნებამ” კამპანიისთვის ისევ მოშე მოშე კლუგჰაფტი დაიქირავა, რომლის ხელწერაც სწორედ ოპონენტების გაშავება, “სისხლიანი ბანერების” გამოკვრა და სიძულვილის ენაა. ბოლო წლების განმავლობაში, სწორედ ამ მეთოდებს იყენებს მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ.
“ჩვენ იძულებული ვართ შევახსენოთ საზოგადოებას იმ ძალის არსებობა, რომელიც მავნებლობდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მავნებლობს ოპოზიციაში ყოფნის დროს” ამბობს “ოცნების” რუსული დანაყოფის, “ხალხის ძალს” წევრი, გურამ მაჭარაშვილი.
ქართულმა ოცნებამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ უკვე გააფორმეს კონტრაქტი მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან.