უნგრულმა კომპანია MOL-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთიდან ნავთობის მიწოდების შესახებ

უნგრულმა კომპანიამ MOL Group-მა ნედლი ნავთობის მომწოდებლებთან და მილსადენების ოპერატორებთან გააფორმა შეთანხმება, რომელიც უკრაინისა და ბელარუსის გავლით, ნავთობსადენ “დრუჟბის” საშუალებით, უნგრეთსა და სლოვაკეთში ნედლი ნავთობის მიწოდებას ითვალისწინებს. როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, კომპანიის შესაბამისი განცხადება ბუდაპეშტის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მილსადენ “დრუჟბის” ჩრდილოეთი განშტოება ბელარუსის გავლით, პოლონეთსა და გერმანიას უკავშირდება. ევროკავშირის სანქციების თანახმად, რუსული ნავთობის მიწოდება ევროპაში მილსადენის ჩრდილოეთ შტოს გავლით 2023 წლის შუა რიცხვებიდან შეწყდა. ეს შეზღუდვა შეეხო ბელარუსს, პოლონეთსა და გერმანიას.
რუსულ საწვავზე მათი დამოკიდებულების გათვალისწინებით, გამონაკლისი გაკეთდა უნგრეთისთვის, სა და ჩეხეთისთვის, რომლებსაც მილსადენის სამხრეთ შტო კვეთს.
უნგრული კომპანია MOL-ის განცხადებაში მითითებულია ნავთობის მარაგების განახლების დრო.

ევროკომისიამ უნგრეთსა და სლოვაკეთს ურჩია, რომ გამოიყენონ მიწოდების ალტერნატიული ვარიანტები, მაგალითად, ხორვატიიდან. მაგრამ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ხორვატია “არასანდოა”, როგორც სატრანზიტო ქვეყანა. “დრუჟბის” ნავთობსადენით მიწოდებული ნავთობი უნგრეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,”- განაცხადა უნგრელმა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია: წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და „ქართული ოცნების” ოფისში წაიღეს – ამაზე მეტად სამარცხვინო ქმედება თვით „ქართული ოცნებისგანაც” კი წარმოუდგენელია

გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის განცხადებაზე – ეს არის იმ ადამიანების გაფრთხილებისთვის, ვინც ამაშია ჩართული, რომ თუ ისინი გადაკვეთენ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება