უნგრული OTP Bank რუმინეთს ტოვებს და რუსეთის ბაზრიდან გასვლის პროცესშია

უნგრული ფინანსური გიგანტი, ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი OTP Bank-ი რუმინეთს, 20 წლიანი მუშაობის შემდეგ, ტოვებს. უნგრელებმა თავიანთი ბიზნესი 350 მლნ ევროდ უმსხვილეს რუმინულ ბანკს Banca Transilvania-ს მიჰყიდეს. ამის შესახებ Daily News Hungary-ზე დაყრდნობით წერს.
შეთანხმება უკვე დაიხურა, მაგრამ ის რუმინეთის ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა დაამტკიცოს. თანხმობის შემთხვევაში, Banca Transilvania OTP-ის ყველა შვილობილ ბანკს შთანთქავს და მათ თავის ქსელში გააერთიანებს.
OTP Bank Romania SA აკონტროლებს რუმინეთის ბაზრის 2,64%-ს მთლიანი წმინდა აქტივების მიხედვით. ამჟამად ის ემსახურება დაახლოებით 420 000 საცალო კლიენტს და 22 000-ზე მეტ კორპორაციულ კლიენტს.
ბანკში 1800 თანამშრომელია დასაქმებული. შერწყმის დროს რუმინეთში OTP Bank-ის 96 ფილიალი იყო.
შეგახსენებთ, რომ OTP Bank ს ბაზრიდან გასვლის გეგმის განხორციელების პროცესშია. ამას გარდა, 2023 წლის 4 მაისს უნგრული OTP Bank ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში მოხვდა. თუმცა, 2 ოქტომბერს, NAPC-მა გამოაცხადა, რომ მან მთლიანად გამორიცხა OTP Bank საერთაშორისო „ომის სპონსორების“ რეესტრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ